შპს ,,ლაბორატორიული კვლევის ცენტრი» შეიქმნა 2007 წლის 30 იანვარს, ლიკვიდირებული სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ფოთის საქალაქო ინსპექციის მატერიალურ–ტექნიკურ ბაზაზე თვითმმართველი ქ.ფოთის  საკრებულოს 100% წილით.

შპს ,,ლაბორატორიულ კვლევის ცენტრში» ფუნქციონირებს 2 ლაბორატორია:  ქიმიური და მიკრობიოლოგიური. მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მოეწყო, აღიჭურვა და დამონტაჟდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით.

ლაბორატორია  შეიქმნა შავი ზღვის ხარისხის მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით (ჩოლოქის ხიდიდან დაწყებული ანაკლიის პლაჟის ჩათვლით). ის სრულად უზრუნველყოფილია თანამედროვე აპარატურით, რეაქტივებითა და მიკრობიოლოგიური ნიადაგებით.

მომსახურე პერსონალს ადგილზე ჩაუტარა ტრენინგი ინგლისის ცენტრალური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა და მისმა ასისტენტებმა.

შპს ,,ლაბორატორიული კვლევის ცენტრში» მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები: სანიტარული ექიმები, ექიმი-ბაქტერიოლოგები, ექიმი- ლაბორანტები (ქიმიკოსები), რომელთაც გააჩნიათ სანიტარულ ზედამხედველობის ინსპექციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

შპს ,,ლაბორატორიული კვლევის ცენტრი» აქტიურად თანამშრომლობს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან: 2007 წლიდან ატარებს აკრედიტირებული ლაბორატორიის სტატუს და ფლობს სერთიფიკატს ,,ტექნიკურ კომპეტენტურობაზე და დამოუკიდებლობაზე აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტის საკ.12:2006-ის და სსტ ისო/იეკ 45001-ის შესაბამისად.»

2014 წლის აგვისტოში შპს ,,ლაბორატორიული კვლევის ცენტრის» საგამოცდო ლაბორატორიამ გაიარა აკრედიტაცია სსტ ისო/იეკ 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად.

2014 წლიდან საგამოცდო ლაბორატორია ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო  ლაბორატორიათშორის კვლევებში, რომელშიც ევროპის 100-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიაა ჩართული.

2020 წლის ივლისში შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“-ის საგამოცდო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა ყოველწლიური შეფასება და აკმაყოფილებს სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნებს.

შპს ,,ლაბორატორიულ კვლევის ცენტრში»ტარდება შემდეგი სახის ანალიზები:

1. სასმელი, ზედაპირული და ჩამდინარე წყლების ქიმიურ-მიკრობიოლოგიური გამოკვლევა.

2. კვების პროდუქტების: თევზის (ახალი, გაყინული,შებოლილი,მზეზე გამოყვანილი), თევზის ფქვილის, თევზის ზეთის,ხორცის(ახალი, გაციებული, გაყინული, შებოლილი, ნახევარფაბრიკატების მ.შ.ფარშის),ფრინველის ხორცისა და ფარშის, პურისა და პურპროდუქტების, ფქვილის,ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის, რძისა და რძის პროდუქტების, ცივი და ცხელი მზა კერძების, გარნირების ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევა.

3. ჰაერის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევა.

4. ფიზიკური ფაქტორების (ხმაური, ვიბრაცია, ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე) კვლევა.

5. ნიადაგის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევა.

6. ელექტრო-მაგნიტური გამოკვლევა.

7. რადიაციული ფონის განსაზღვრა.

8. სტერილობის განსაზღვრა სისხლსა და საოპერაციო მასალაში.

9. ეპიდემიოლოგიურ-მიკრობიულოგიური გამოკვლევა (თვალის, ცხვირხახის, პირის ღრუს, ყურის,კანის,სასქესო ორგანოების ნაცხის).

10. შარდის ანალიზი პათ.ფლორაზე.

11. ცხიმიანობის განსაზღვრა ქალის რძეში.

12. დეზინფექცია :საცხოვრებელი ფართის, სასმელი წყლის სამარაგო ავზის, სასმელი წყლის (გაუვნებლობა).

13. დეზინსექცია: ფეხსახსრიანებზე, კოღოზე.

14. დერატიზაცია:მღრნელებზე.

საქართველოს ბიზნესრეიტინგების კავშირის მიერ ჩვენი დაწესებულება შეყვანილია ოქროს რეიტინგში და მინიჭებული აქვს სტატუსი „მედიცინის სიამაყე“.

შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“ შეყვანილია გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის ვაჭრობის, ინვესტიციების და ინოვაციების დეპარტამენტის (UNIDO) მიერ შექმნილი მსოფლიოში არსებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანიზაციების (შშო) მონაცემთა ბაზა-Lab.Net — ში.