წყლის ნიმუშის აღების წესი
ბაქტერიოლოგიური და ქიმიური ანალიზისათვის
ბაქტერიოლოგიური ანალიზი
ვიღებთ ლაბორატორიიდან სპეციალურად მომზადებულ სტერილურ ჭურჭელს. სრული ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის ვაგროვებთ 1 ლიტრ წყალს, ხოლო არასრულისთვის 0,5 ლიტრს.
წყლის შეგროვებიდან ლაბორატორიაში მისვლამდე ვიცავთ დროის შუალედს (მაქსიმუმ 2 სთ.) შორი მანძილიდან (ქალაქგარეთ) წყლის ნიმუშის მოსატანად გაგვაჩნია მაცივარ კონტეინერი (მაქსიმუმ 5 სთ). წყლის აღებისას მაქსიმალურად ვიცავთ სანიტარიულ ნორმებს: ონკანს ვაცილებთ ზედმეტი რაც აქვს, რეზინის მილს ან რაიმე საყარს. ონკანის მილს ვასტერილებთ სანთებელას ალით, მოვუშვებთ წყალს მდორე უცვლელი ნაკადით 15 წთ–ის განმავლობაში, ფრთხილად ვხსნით ასაღებ ჭურჭელს, ვიღებთ წყალს და სწრაფადვე ვახურავთ ხუფს ისე, რომ არ შევეხოთ ჭურჭლის პირს, ვუკეთებთ ჭურჭელს წარწერას და ვდებთ სპეციალურ კონტეინერში და მიგვაქვს ლაბორატორიაში.
ქიმიური ანალიზი
1. სრული ქიმიური ანალიზის ჩასატარებლად საჭიროა 6 ლიტრი წყლის აღება, მოკლე ანალიზის ჩასატარებლად კი ვიღებთ 0,5 ლიტრს.
2. ნიმუშის აღებამდე ვახდენთ ბოთლის გამორეცხვას ასაღები წყლით, შემდეგ ვავსებთ, ვუკეთებთ წარწერას და მიგვაქვს ლაბორატორიაში.
თევზის ნიმუშის აღების წესები ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევისათვის
ნიმუშის აღებამდე ვათვალიერებთ პროდუქციას (თევზი, კონსერვი). თუ ასაღები პროდუქცია (თევზი) არის პატარა ზომის, ვიდრე ასაღები ნიმუშის ოდენობა, მაშინ ვიღებთ რამდენიმე ერთეულს, დიდი ოდენობის შემთხვევაში, ვიღებთ სხვადასხვა წერტილიდან და სხვადასხვა სიღრმიდან, ბაქტერიოლოგიური ანალიზისათვის ნიმუშის აღებამდე ვათვალიერებთ მის გარეგან სახეს, შერჩევით ვიღებთ როგორც საღ, დაუზიანებელ ასევე საეჭვო შესახედაობის პროდუქციას. ცალ-ცალკე ასეპტიკური წესების დაცვით გარემოდან მიკრობული დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მცირე ზომის პროდუქციიდან ვაგროვებთ 1 კგ-მდე, ტარაში მოთავსებული პროდუქციიდან კი 1 ცალს, ვუკეთებთ მარკირებას და მიგვაქვს ლაბორატორიაში.
ქიმიური ანალიზისათვის მცირე ზომის პროდუქციის პარტიიდან ვიღებთ ა. უ. 3 % პროდუქციას.
კონსერვების შემთხვევაში, კი: თუ პარტიის მოცულობა 150 ცალია, ვიღებთ 2 ცალს: 151-დან 280-მდე ვიღებთ 3 ცალს, 281-დან 500-მდე ვიღებთ 4 ცალს, 501-დან 1200-მდე 6 ცალს: 1 201-დან 3 200-მდე 7 ცალს: 3 201-დან 10 000-მდე 10 ცალს.
აღებული ნიმუშები საკონტროლოდ მიეწოდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ განყოფილებებს, ნიმუშის აღების ოქმებთან ერთად.